Friday, December 25, 2009

გეომეტრიული ფიგურების ფართობები

1. პროექტის სახელი: გეომეტრიული ფიგურების ფართობები
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
სკოლის მოსწავლეები მოიძიებენ სახლის სახურავების სურათებს.
1) შეძლებენ დადგენას თუ რამდენი მ^2(კვ.მ)ფართობის კრამიტი დაჭირდება სახლს.
2) დაადგენენ თუ რამდენი ლიტრი საღებავი დაჭირდება ამ სახურავის შეღებვას.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის კვლევა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით: 1.მოიძიებენ მოსწავლეები სახლების სურათებს, აიღებენ მათი სახურავების ზომებს. (გამოიყენება: წიგნები, ინტერნეტი, ფოტოგადაღებები)
2.მათემატიკური სტატისტიკა : დაკვირვება, გეომეტრიული ფიგურების ზომების აღება, გეომეტრიული ფიგურების ფართობების გამოთვლა.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 14-15წელი; მე-8 კლასი.

5. ვადები ხანგრძლივობა: 4–6 თვე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას (წიგნები, ინტერნეტი,); გამოიყენებენ ფიგურატე თვისაბაბს, აყალიბებს მიმართებებს (ზოგადობა-კერძოობა) ფიგურათა სახეობებს ან თვისებებს შორის. ფიგურის მოცემულ თვისებებს შორის ირჩევს თვისებათა იმ მინიმალურ ერთობლიობას, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ამ ფიგურეს. მოცემულ ხედების მიხედვით ასახელებს სივრცული ფიგურეს შესაძლო სახეობას. იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლ ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად. პოულობს ფიგურის ფართობს მარტივ ფიგურებად დაყოფის ან მარტივ ფიგურამდე შევსების ხერხით.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან ამა თუ იმ ფიგურეს ფართობის გამოთვლას, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. პროდუქტები: ფოტოალბომი, პრეზენტაცია, ფოტოების გამოფენა, ბლოგები შექმნილი მასალის მიხედვით.

8. სარგებელი სხვებისთვის: ისწავლიან ფიგურების ფართობების გამოთვლას , რითაც დახმარებას გაუწევენ უფროსებს მასალის შეძენის დროს. (რამდენი მ^2 პარკეტია შესაძენი არ კრამიტი სახურავისთვის)


9. სამუშაო ენა: ქართული.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათ. VIII.8. მოსწავლე აწესრიგებს და წარმოადგენს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად, ხელსაყრელი ფორმით ,შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აყალიბებს მიმართებებს (ზოგადობა-კერძოობა) ფიგურათა სახეობებს ან თვისებებს შორის. ფიგურის მოცემულ თვისებებს შორის ირჩევს თვისებათა იმ მინიმალურ ერთობლიობას, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ამ ფიგურეს. პოულობს ფიგურის ფართობს მარტივ ფიგურებად დაყოფის ან მარტივ ფიგურამდე შევსების ხერხით.
ისტ:

• იყენებს კომუნიკაციის ტექნოლოგიურ საშუალებებს დისტანციური ინფორმაციის ხელმისაწვდომად, ამ ინფორმაციის შენახვის, დამუშავების, ანალიზისა და შემდგომი გადაცემის მიზნით, რათა პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაეხმაროს მას სასწავლო პროცესში, ან პირადი ინტერესებისა და მისწრაფებების განხორციელებაში.

• აფასებს ელექტრუნულ ფორმატში არსებული რესურსების, ინფორმაციის სიზუსტეს, ობიექტურობას, მის მიზნობრიობას და დანიშნულებასთან შესატყვისობას.

• იყენებს ისტ-ის საშულებებს ინფორმაციის შენახვის, მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზისთვის, შემდგომში შედეგის სხვებისთვის მიწოდების მიზნით.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნინო კიკნაძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: kiknadzenino33@gmail.com

14. პროექტის ფორუმი:

15. პროექტის ვებ-გვერდი: http://nino-kiknadze.blogspot.com/
25.12.09